„თქვენ ყველას უყვარხართ“ — ორბანი საქართველოზე

„თქვენ ყველას უყვარხართ“, — განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით.
„საქართველოს საკითხი კარგადაა. თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ“, — განაცხადა ორბანმა.
უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხზე ორბანმა თქვა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული, სამართლებრივი პროცესია, რომელსაც თავისი პირობები აქვს და ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინას მისთვის დაწესებული 7-დან სამი რეკომენდაცია არ შეუსრულებია.
„ამიტომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი ახლა არ არსებობს. ამ საკითხს უკრაინის მიერ პირობების შესრულების შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ“, — განაცხადა ორბანმა.
14-15 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას.
უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. არაერთი ანალიტიკოსის შეფასებით, თუ უნგრეთი უკრაინას დაბლოკავს EU-ს გზაზე, ეს გაფართოების პროცესში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანასაც შეაფერხებს, მათ შორის საქართველოსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ