“თქვენ იცით რა მაქვს გულში საქართველოსთვის, თქვენ შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, როგორც ყოველთვის” – დონალდ ტუსკი

ევროპული საბჭო წელს ბოლოჯერ შეიკრიბება და მათ წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ელით. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოსთან მიმართებაში მხარდამჭერ პოზიციებს აფიქსირებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირი მიესალმება რეკომენდაციების მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით.
“ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციებს, როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვას, საქართველოს, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, ჩვენ მივესალმებით და გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს.

“მე არ მომიმზადებია სპეციალური გზავნილი დღეს საქართველოსთვის, მაგრამ თქვენ იცით რა მაქვს გულში საქართველოსთვის. თქვენ შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ, როგორც ყოველთვის”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი