თქვენ თქვენი თავი ვინ გგონიათ? ჩვენი დამრიგებელი ხართ, თუ ვინ ხართ? – ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს მიმართავს
თქვენ კვეთთ ყოველ ჯერზე ყველანაირ კოლეგიალურ, ადამიანურ და მორალურ ზღვარს, – ასე მიმართა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
მან ნაცვლიშვილს მოუწოდა, რომ შეკითხვები მორალის და ეთიკის ფარგლებში დასვას.
„თქვენ თქვენი თავი ვინ გგონიათ? ჩვენი დამრიგებელი ხართ, თუ ვინ ხართ? ადამიანობა შეინარჩუნეთ. კოლეგიალური და ადამიანური სახე შეინარჩუნეთ. დასვით შეკითხვები ეთიკის და მორალის ჩარჩოში“, – მიმართა ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს.
Next: ტერორისტული აქტები და დივერსია, საქართველოში თუ საქართველოს გავლით, მესამე ქვეყანაში კარგი საფუძველია კონფრონტაციისა და რეგიონში კიდევ ერთი ცხელი კერის გაჩენის – ქადაგიძე
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.