,, თქვენ თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით და რასაც აკეთებთ, დიდი უპატივცემულობაა ჩემი ქვეყნის მიმართ” – ტრამპი ზელენსკის

,, თქვენ თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით და რასაც აკეთებთ, დიდი უპატივცემულობაა ჩემი ქვეყნის მიმართ” – ტრამპი ზელენსკის
უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს:
“ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს ჯარისკაცების სიცოცხლეა. ორივე მხრიდან ათასობით სამხედრო იღუპება და ჩვენ გვინდა ეს შევაჩეროთ…
თქვენმა სამხედროებმა გამოავლინეს წარმოუდგენელი სიმამაცე. ჩვენ მივეცით მათ მშვენიერი აღჭურვილობა, მაგრამ ამ აღჭურვილობას მართვა სჭირდება და მათ ამას მშვენივრად გაართვეს თავი. მე დიდ პატივს ვცემ თქვენს გენერლებს, სამხედროებს და პირადად თქვენ – თქვენ წარმოაჩინეთ თავები მამაც მეომრებად. თქვენ უნდა იამაყოთ მათი [თქვენი სამხედროებით]. მაგრამ ახლა დროა ეს ომი დავასრულოთ. ჩვენ გვინდა ამას წერტილი დავუსვათ…
ტრამპი: თქვენ თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით და რასაც აკეთებთ, დიდი უპატივცემულობაა ჩემი ქვეყნის მიმართ. მე თქვენ პატივს გცემთ გცემთ გაცილებით მეტად, ვიდრე სხვა ადამიანი აცხადებს …თქვენი ქვეყანა დიდ პრობლემებშია, თქვენ არ გსურდათ, კი ბატონო…
ზელენსკი: ჩვენ ქვეყანაში ძლიერ პოზიციებს ვიკავებთ . ომის დაწყებიდან ჩვენ მარტო აღმოვჩნდით ფაქტობრივად.
ტრამპი: ჩვენ მოგეცით 350 მლრდ დოლარი და თქვენი ჯარისკაცები რა თქმა უნდა ვაჟკაცები არიან, თქვენ რომ არ გქონოდათ ჩვენი აღჭურვილობა 2 კვირაში დამთავრდებოდა ომი
ზელენსკი: მე ეს პუტინისგან მსმენია, 3 დღეში დამთავრდებაო იგი ამბობდა.
„ეს იქნება შესანიშნავი შოუ ტელევიზიისთვის“ – განაცხადა ტრამპმა საუბრის ბოლოს.(,,ფორმულას” თარგმანი)

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა