ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თქვენ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოგედგინათ – დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

თქვენ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოგედგინათ – დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს
„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ კითხვით მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა. თუმცა გიორგი მსხილაძე კითხვებს პასუხს არ სცემს და ამბობს, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შედის.
„ორი კონკრეტული შეკითხვა მაქვს: თქვენ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოგედგინათ – არც ერთ მუხლსა და პუნქტთან არ არის შენიშვნა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? თუ არა, რატომ არ წარმოადგინეთ რომელიმე მუხლთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა, იქნებ განმარტოთ.
მეორე შეკითხვა: მანჯგალაძემ ახსენა, როდესაც პრეზიდენტი იყო ჩვენთან, ანუ უმრავლესობასთან, ის იყო რეზიდენტი და რუსეთის აგენტი და ახლა, როდესაც მათთან არის, აღარ არის რუსეთის აგენტი და რეზიდენტი. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და თუ არ ეთანხმებით, რატომ და რა პოზიციას იზიარებთ?”- განაცხადა ბერაიამ იურიდიულ კომიტეტზე.
Next: დაგვეხმარეთ, „ოცნების“ შეშინებულ წევრებს, რომ ამ სიტუაციიდან ამოვიდეთ – გადაარჩინეთ საქართველო! – მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.