“თქვენი ხმა ევროპას” – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ისინი ხელმოწერების კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება.
“თქვენი ხმა ევროპას” – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა, ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო წარმატებული და უფრო ძლიერი შეიძლება იყოთ და რაც უფრო ძლიერი იქნება ეს სფერო ამ ქვეყანაში, უფრო ძლიერი იქნება ეს ქვეყანა,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და, საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული