არქივი21 თებერვალი, 2024, 08:26
თქვენი მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა და აქციები პოლონეთის საელჩოსთან რომელ საათზე იგეგმება? – დავით ქართველიშვილი ნაც.მოძრაობას
“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და ეკითხება, გეგმავენ თუ არა ისინი აქციებს პოლონეთის საელჩოსთან იმ მოტივით, რომ პოლონელმა ფერმერებმა მინართეს პუტინს, გაუსწორდეს უკრაინას.
“პირველად მოგმართავთ თხოვნით! პოლონელმა ფერმერებმა დღეს ღიად მიმართეს პუტინს, რათა ის დროულად გაუსწორდეს უკრაინასა და ბრიუსელს. მაინტერესებს, დღეს თქვენი მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა და აქციები პოლონეთის საელჩოსთან თუ სხვა ლოკაციებში – რომელ საათზე იგეგმება? საცობებს მინდა ავცდე! წინასწარ დიდი მადლობა, თუ კი გამაგებინებთ!” – წერს ქართველიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.