თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის განედი და გრძედი საქართველოზე არ გადის

თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის განედი და გრძედი საქართველოზე არ გადის
პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ურთიერთობებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ნუ წვალობთ და ასე დანაწევრებულად ნუ გასცემთ თქვენიანებისთვის საკენკს-,,სანქციას”. რამდენიმე საათიანი ჟრიამული აქვთ სოცქსელებში” – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სანქციების მიღმა დარჩენილ პოლიტიკოსებს პოზიცია არ შეეცვლებათ.
,,ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვსო და ნუ გაიიოლებ ცხოვრებასო”- ნოდარ დუმბაძისეული კეთილშობილური გზავნილი ახლო წარსულიდან. როგორც ვიცი თარგმნილია ბალტიისპირეთის ქვეყნების ენებზე.
ნუ წვალობთ და ასე დანაწევრებულად ნუ გასცემთ თქვენიანებისთვის საკენკს-,,სანქციას”. რამდენიმე საათიანი ჟრიამული აქვთ სოცქსელებში. თუ იმის იმედით, რომ სანქციის მიღმა დარჩენილებს რაიმე ,,განწყობას” შეგვიცვლით, მაშინ ვერ გიცნივართ-,,სხვაგან
ბალახობთ!!!”
ნუ დაეყრდნობით სახელ-; გვარ-; სამშობლო-არეულებს! თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის განედი და გრძედი საქართველოზე არ გადის!!!
განაგრძეთ სიის წერა..ოღონდ შეეშვით პროქსი ომის წარმოებას ჩვენთან თუ სხვაგან… აცადეთ ადამიანებს მშვიდობიანი თანაცხოვრება. და ისევ ნოდარ დუმბაძე- ,,დააბრუნეთ სიყვარული დედამიწაზე”- წერს ზაალ მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს