ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ NATO ჩვენ გვერდით არ იქნება ირანის საკითხში, ის ჩვენთან არ იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებშიც - ტრამპი - Netgazeti

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისევ აკრიტიკებს NATO-ს.“ფოქსნიუსის” ეთერში ტრამპმა განაცხადა, რომ NATO უნდა ყოფილიყო აშშ-ის გვერდით ირანთან სამხედრო დაპირისპირების დროს. მან თქვა, რომ თუ NATO ახლა არ დგას აშშ-ის გვერდით, ის სხვა, “უფრო დიდ” საკითხებშიც არ დაუჭერს მხარს.“მაშ, რატომ ვხარჯავთ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს NATO-ზე?” – იკითხა ტრამპმა.“დიდებულ საქმეს ვაკეთებთ ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. იცით, ჩვენ არავითარი დახმარება არ მიგვიღია NATO-სგან. ნული! ჩვენ იქ [ირანში] ვართ მათთვის, ისინი აქ არ არიან ჩვენთვის […] ისინი უკეთესად უნდა მოქცეულიყვნენ, უნდა ეთქვათ – “ჩვენ ვინმეს გამოვაგზავნით”.ეს მცირე ოპერაციაა დიდ ოპერაციასთან შედარებით, მაგრამ ნატო არ იყო ჩვენ გვერდით. და ეს რას ნიშნავს: თუ ისინი აქ არ არიან ჩვენთვის, არც სხვაგან იქნებიან. მაშ, რატომ ვხარჯავთ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს NATO-ზე, თუ ისინი ჩვენთან არ იქნებიან? თუ ისინი ჩვენთან არ იქნებიან ირანის საკითხში, ისინი არ იქნებიან ჩვენთან ირანზე ბევრად უფრო დიდ (მნიშვნელოვან) საკითხებშიც”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა..@POTUS: “We’ve had no help — ZERO — from NATO. We’re there for them, they’re not there for us… if they’re not going to be with us on Iran, they’re not going to be with us on a much bigger subject than Iran.” pic.twitter.com/BmIYMSYKyO— Rapid Response 47 (@RapidResponse47) April 15, 2026დონალდ ტრამპი ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის გასვლას ხელშეკრულებიდან.ამავე თემაზე:ტრამპი: თანახმა ვარ, შევაჩერო ირანის დაბომბვა ორი კვირითტრამპის თქმით, ირანის პორტების ბლოკირება ორშაბათიდან დაიწყება

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.