არქივი9 მარტი, 2024, 08:21
თუ ჩინურმა მფლობელმა TikTok-ი არ გაყიდა, ის აშშ-ში აიკრძალება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუკი მას კონგრესი დაამტკიცებს.- ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომდევნო ხუთშაბათს დაგეგმილია TikTok-ის შეზღუდვის კანონპროექტის კენჭისყრა, რომლის თანახმად, ჩინურმა კომპანია ByteDance-მა კანონის მიღების შემდეგ 6 თვის ვადაში ტიკტოკი არაჩინელ ახალ მესაკუთრეზე უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ში ანდროიდის და ეფლის store-ში აპლიკაცია აღარ გამოჩნდება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.