ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ ჩინეთი EU-სთან სავაჭრო დეფიციტს არ შეამცირებს, ტარიფებს დავუწესებთ - მაკრონი

თუ ჩინეთი EU-სთან სავაჭრო დეფიციტს არ შეამცირებს, ტარიფებს დავუწესებთ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს ის პეკინს ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გაზეთთან, Les Echos-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მაკრონის თქმით, ის ჩინეთს ტარიფებს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ პეკინი ქვეყნის ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად საჭირო ზომებს არ მიიღებს.
„მე მათ ვუთხარი, რომ თუ ისინი რეაგირებას არ მოახდენენ, ევროპელები იძულებულნი ვიქნებით, უახლოეს თვეებში მკაცრი ზომები მივიღოთ, აშშ-ს მაგალითის მიბაძვით, როგორიცაა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება“, - აღნიშნა მაკრონმა Les Echos-თან ინტერვიუში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.