თუ ჩავეძიებით სინამდვილეში რა არის ეკონომიკური ზრდა, ვერ ვიპოვით ვერცერთ მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც მთავრობის ქმედებებთან იქნება დაკავშირებული – ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია “გირჩის” ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას აფასებს და აცხადებს, რომ რეალურად, მთავრობას არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან იქნებოდა დაკავშირებული.
“რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გვქონოდა, რამე რეფორმა ჩატარდა, ან პრივატიზაცია მოხდა, ან გადასახადები დაწიეს, ანუ ხომ არაფერი არ არის გაკეთებული ისეთი, რაც შეიძლება თქვა, რომ ნახეთ, ამან გამოიწვია ეკონომიკური ზრდა?! ფილოსოფიურ დისკუსიაში რომც არ შევიდეთ, სტატისტიკა ხომ ზომავს, თუ ჩავეძიებით სინამდვილეში რა არის ეკონომიკური ზრდა, მაშინ ვერ ვიპოვით ვერცერთ მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც მთავრობის ქმედებებთან იქნება დაკავშირებული. ვერ გავიხსენებ ვერცერთ რეფორმას, რომელიც, შეიძლება, მივაწეროთ მთავრობის როლს ეკონომიკურ ზრდაში”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, რეალური საქმე სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ იწყება და ამ ეტაპზე ქვეყანა არ უნდა გაჩერდეს.
“რეალური საქმე ახლა გვაქვს გასაკეთებელი. უახლოეს მომავალში აუცილებლად შეფასდება საქართველოს პროგრესი, აწ უკვე კანდიდატი სახელმწიფოს პროგრესი რეფორმებთან მიმართებით და რეალური სამუშაო, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის წინ”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული