პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ შეთანხმება დროულად არ შედგება, ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს - გერმანიის ფინანსთა მინისტრი

თუ შეთანხმება დროულად არ შედგება, ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს - გერმანიის ფინანსთა მინისტრი

გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ლარს კლინგბეილის განცხადებით, თუკი უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან სავაჭრო შეთანხმება არ გაფორმდება და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამართლიან პირობებზე არ დათანხმდება, მაშინ ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.
ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
როგორც გერმანელი მინისტრი აღნიშნავს, მათთვის მთავარი პრიორიტეტი შეთანხმების დროულად მიღწევაა, მაგრამ არსებობს იმისი რისკი, რომ პროცესი გაჭიანურდეს და მოლაპარაკება ჩიხში შევიდეს, რაც ამერიკასა და ევროკავშირის სავაჭრო ომამდე მიიყვანს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.