თუ უცხოეთში იქნება საჭირო გადაყვანა, სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას – სარჯველაძე 22 წლის დაშავებულ მომიტინგეზე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ აქციაზე მძიმედ დაშავებული 22 წლის მომიტინგის გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მათ შორის, უცხოეთში გადაყვანას უზრუნველყოფს.
„მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“, — ამბობს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია