ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ ტრამპი მისი წინამორბედის გადაწყვეტილებათა 92%- ის ანულირებას აპირებს, საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. გააუქმოს დაწესებული სანქციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიმართ. სხვა შემთხვევაში ეს საუბარი ბლეფად დარჩება

თუ ტრამპი მისი წინამორბედის გადაწყვეტილებათა 92%- ის ანულირებას აპირებს, საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. გააუქმოს დაწესებული სანქციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიმართ. სხვა შემთხვევაში ეს საუბარი ბლეფად დარჩება
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომ გაუქმდეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.
ნიკოლეიშვილის თქმით, თუ ტრამპი რეალურად აპირებს ამ გადაწყვეტილებების ანულირებას, პირველ რიგში საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. “ტრამპის გაბლარულ და ცოტა სასაცილო მესიჯებს, მართალია, დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ, რადგან დიდი ხანია დავკარგე რწმენა – რომ ის რეალურად ებრძვის “დიპ სტეიტს”, მაგრამ თუ გსურთ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ ჩემს სკეპტიციზმში, მარტივ ტესტს გთავაზობთ. თუ პრეზიდენტი ტრამპი მისი წინამორბედის გადაწყვეტილებათა 92% – ის ( ან ეს პროცენტი საიდან გამოიყვანა ) ანულირებას აპირებს, პირველ რიგში საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. სასწრაფოდ გააუქმოს დაწესებული სანქციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც 1 გრამი საფუძველი არ აქვს. სხვა შემთხვევაში ეს საუბარი ისეთივე ბლეფად დარჩება, როგორც აქამდე მისი არაერთი ლაილაი…” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.