პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს, უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას ვეტოს დაადებს

თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს, უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ გამოცემა Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.
"მკაფიოდ გავაგებინეთ ბულგარელებს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ დიდი ხნის განმავლობაში, საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დავადებთ შენგენის ზონაში მათ შესვლას", - განაცხადა პეტერ სიიარტომ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი, ყოველწლიურად, რუსეთიდან გაზის 4-ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად - სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.