ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი – ჯიმ ო’ბრაიანი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიანმა „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში, ერევანსა და ბაქოს შორის 15 მაისის შეთანხმებაზე საუბრისას, განაცხადა:
ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა – რომელიც თაობაში ერთხელ ან, შესაძლოა, რამდენიმე თაობაში ერთხელ ჩნდება ხოლმე – ავაშენოთ სავაჭრო გზა ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს. რეალურად, ამ ორი მხარის გადასაწყვეტია, შეგვეძლება რაიმე როლის შესრულება თუ საერთოდ არანაირი როლი არ დაგვეკისრება. ჩვენ არ ვცდილობთ, ჩავერიოთ პროცესებში ან ვიმოქმედოთ, როგორც ზესახელმწიფომ რეგიონში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.