ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება – მიხაილ პოდოლიაკი

თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება – მიხაილ პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ომს უკრაინაში, მაშინ რუსები თავს დაესხმებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და საბოლოოდ გააჩაღებენ მესამე მსოფლიო ომს.
“დღეს აშკარაა, რომ ბუფერული ზონა შეუძლებელია. თუ რუსეთი არ წააგებს, მაშინ რუსეთი ასე თუ ისე შეუტევს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს. ეს უეჭველი მომავალია. იგივე უნგრეთს არ აქვს სუვერენული უფლება დარჩეს ამ არაპროგნოზირებადი შედეგების მიღმა, როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
“დიდი კრიზისი მოხდება. ახლა არის ომი, მაგრამ იქნება დიდი კრიზისი მთელი ევროპისთვის. რატომ? იმიტომ რომ აშშ-ის, ევროკავშირის დახმარების გარეშე უკრაინა იბრძოლებს, მაგრამ უკრაინა უფრო სუსტი იქნება და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაგვიპყროს. როგორც კი ეს მოხდება, იქნება ომი ნატოსა და რუსეთს შორის”, – დასძინა პოდოლიაკმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.