“თუ რაიმე პრობლემა მქონია, მქონია მისი მხრიდან” – ოთარ ჩრდილელის ქალიშვილის, აქტივისტი, ანუკი ჩრდილელის კომენტარი

სამოქალაქო აქტივისტი, ანუკი ჩრდილელი:
„არ ვიცი, რატომ ჰგონია მეგრელიშვილს, რომ მე სადღაც მიბმული ვარ ნაცებს, ან ქოცებს ან ვინმეს [შეუძლია] ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასე ჰარი-ჰარალეზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. აუცილებლად ვუჩივლებ, რადგან არ იცის კოდექსი…
ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება, კი, 17 წლის ასაკში, გარდატეხის პერიოდში ნამდვილად მქონდა რაღაც პრობლემები და ამ პრობლემებზე პირველ რიგში ვისაც არ უნდა უნდოდეს საუბარია ეს მამაჩემია, იმიტომ რომ თუ რაიმე პრობლემა მქონია, მქონია მისი მხრიდან… არანაირი ფსიქიკური პრობლემა მე არ მქონია და თუ ეს ასე საჯაროა, გამოვიტან ამის დასკვნას, არ მაქვს პრობლემა. საიდან იგონებს მეგრელიშვილი, რომ თურქეთში ვარ სამკურნალოდ ნამყოფი, დამიდასტუროს, რომ ნამდვილად ვარ ნამყოფი, დამიდასტუროს, რომ მამა მეხმარებოდა ფინანსურად მკურნალობაზე, დამიდასტუროს და წარმოვუდგენ ყველა სამედიცინო დასკვნას ქალბატონ მეგრელიშვილს. 
აქტივისტი ანუკი ჩრდილელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ოთარ ჩრილელის შვილია, რომელიც კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს