ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ების დაფინანსება

„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობაში ყოფნა არის შეუძლებელი და ზუსტად ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება, რომელიც ასე წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში კანადაში, ბრიტანეთში” – განაცხადა მედიასთან საუბარი პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი სრულიად გაუმჭვირვალეა.
“თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ების დაფინანსება. ხშირად გაუმჭვირვალეა ვინ არის დონორი, რა არის მიზანი, ვინ არის ბენეფიციარი, ვის უნდა მოხმარდეს თანხა, რა მიზნებს ხმარდება და რამდენად სწორად ხმარდება ამ მიზნებს, სრული გაუმჭვირვალობაა და ამის კონკრეტული მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს.
მათ შორის, რამდენიმე დღის წინ იყო იყო ასეთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც “თბილისი პრაიდის” დაფინანსებაზე სულ სხვას ამბობდა დონორი, ისინი ამბობდნენ, რომ მათ მიერ გამოყოფილი თანხები ხმარდება უმცირესობის უფლებების დაცვას, თვითონ ეს ორგანიზაციები კი ამბობდნენ, დეზინფორმაცია და უმცირესობების უფლებების დაცვაო, ანუ სრულიად სხვადასხვა თემებს ასახელებდნენ. ამ გაუმჭვირვალობაში ყოფნა არის შეუძლებელი და ზუსტად ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება, რომელიც ასე წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში კანადაში, ბრიტანეთში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა
Next: ეს ის სუბიექტებია ანუ კოლექტიური ხატია დეკანოიძეები, რომლებმაც ვერ შეასრულეს 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მიღებული დავალება, რომ საქართველო ჩაებათ ომში!

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.