თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა

თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა
„ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმით, [რის შემდეგაც ამ თავდამსხმელზე საქმე აღიძრა], გამოჩნდა, რომ არავის არაფერი ეპატიება. ასევე, გამოჩნდა ისიც, თუ რა ორმაგი სტანდარტები აქვთ, გნებავთ, სალომე ზურაბიშვილს, თუ, გნებავთ – უცხოელ ელჩებს – არც ერთს არანაირი გაცხადება არ გაუკეთებია“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან ცესკოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტია, თუ რადიკალებს ვინმე არ ეთანხმება, მას საღებავსაც შეასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ ესვრიან, ამას კი ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.
„[უცხო ქვეყნის ელჩები, თუ, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, ამ დუმილით] რას გვეუბნებიან, რომ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა, რის შედეგადაც მას თვალი დაუზიანდა, ევროპული ღირებულებაა? ეს რა სტანდარტია, გვიპასუხონ. როცა აქციის მონაწილემ პოლიციელს „მოლოტოვს კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად წვავდა, ამას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებდნენ და მსროლელი არ დაიჭიროთო, მოითხოვდნენ და ახლა, როცა ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი შეასხეს და სულ ცოტა, თვალი დაუზიანეს, ეს მორალურადაც არავის დაუგმია და არ უთქვამს, რომ მიუღებელია. ანუ, თუ [რადიკალებს] არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ, „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან, ცოცხლად დაგწვავენ და ა.შ. – ეს არის ევროპული ღირებულება?
გამობრძანდნენ ახლა ევროკავშირის ელჩი და სხვა სახელმწიფოების ელჩები, მანამდე რომ დამწკრივდნენ და იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მივიდნენ, რის შემდეგაც, სტრასბურგის სასამართლოდან მიიღეს ამაზე უარი და, სულ ცოტა, უბრალოდ, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა და თქვან, რომ არ შეიძლება ასეთი საქციელი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით