თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება – რიში სუნაკი

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა „ბოროტ აქტორებსაც“ წაახალისებს.
“მე პალატიდან მივიღე მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას ნიშნავს. რაც შეეხება, დაძაბულობას წითელ ზღვაში – თავდასხმა ჰუსიტებზე, ეს იყო თავდაცვის აქტი, 19 ნოემბრიდან მოყოლებული ისინი უკანონო თავდასხმებს ახორციელებდნენ ამერიკულ და ბრიტანულ კომერციულ გემებზე.
ათწლეულების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბრიტანეთის საზღვაო ფლოტზე, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედეთ, თავდაცვის მიზნით გაეროს წესდების შესაბამისად. ეს არ იყო კავშირში ღაზის ომთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ პალესტინელებს და დავაჩქაროთ ომის დასრულება,” – აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”