თუ პუტინის აქ არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება | ქემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი ამბობს, რომ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა, საჭიროა უკრაინის წინააღმდეგ ს ომზე ფოკუსირება.
მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის “ჩვენი თაობის ბრძოლა”, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელ კონტინენტზე.
“ჩვენ ვიცით პუტინის შემთხვევაში, თუ მას აქ არ შევაჩერებთ, ის დაბრუნდება მეტისთვის და გვერდით ამერიკის მტრები გაიხარებენ”, – თქვა ქემერონმა Sky News-თან.
ქემერონი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ განიხილება, როგორც “ნაკლებად სანდო” მოკავშირე, თუ კონგრესი არ დაუჭერს მხარს მრავალმილიარდიანი უსაფრთხოების პაკეტის წინსვლას, რომელიც მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას.