“თუ პროტესტი გაჩერდა, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით” – ნინო დათაშვილი

“ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულაი ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა”- ამის შესახებ დაპატიმრებული პედაგოგი, ნინო დათაშვილი ციხიდან გამოგხავნილ წერილში წერს.
სამოქალაქო აქტივისტი, მოქალაქეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის და იქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მანქანა ვერ გაჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს.
“ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ყველას გიყურეთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულაი ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს! #ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)