არქივი23 ნოემბერი 2024, 00:23
თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია

თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები და არ თქვას მანდატებზე უარი, ეს არის სრული ფარსი, ეს არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დღის წესრიგზე თამაში, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის” ეთერში.
„პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ჩახსნის მანდატებს, არ ჩახსნის სიებს, ის არის კოლაბორაციონისტული პოლიტიკური ძალა ამ სპეცოპერაციის პროცესში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.