თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიკა მელია არის წითელი ხაზი, მით უარესი მათთვის – ნიკა გვარამია

„ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იქნება მთავრობის ერთ-ერთი თანამონაწილე, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დიდი აქტორი იწყებს წითელი ხაზების შემოფარგვლას, ის ამით საკუთარ თავს იკნინებს.
„დავიცალოთ ემოციებისგან, მეხსიერებისგან, ყველაფრისგან და შევხედოთ ამას მშრალად. ეს არის მათემატიკური საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იქნება მთავრობის ერთ-ერთი თანამონაწილე. თუ იქნება შუაში გაერთიანება, ის არ იქნება მთავარი თანამონაწილე იმიტომ, რომ ის ბლოკი, რომელზეც მე ვსაუბრობდი აიღებს მეტ ხმას, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა და შეთანხმებები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ კონფიგურაციაში ყველაზე მეტს „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს თუ არა, ეს კონფიგურაცია მის გარეშე არის შეუძლებელი. ან თავი არ უნდა მოვიტყუოთ ან მაყურებელი, ამომრჩეველი არ უნდა მოვატყუოთ. თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიკა მელია არის წითელი ხაზი, მით უარესი მათთვის. წითელ ხაზებს დიდი აქტორი მითუმეტეს არ უნდა აწესებდეს. დიდ აქტორს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აქვს ქვეყნის წინაშე. როცა დიდი აქტორი იწყებს წითელი ხაზების შემოფარგვლას ის ამით იკნინებს საკუთარ თავს“, – აღნიშნა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია