ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ ნატოს ჯარები უკრაინაში შევლენ, ნატო-რუსეთის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია — პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ ნატოს ჯარები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს რუსეთსა და ნატოს შორის.
“ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ [კონფლიქტის] გარდაუვალობაზე” – განაცხადა პესკოვმა.
“ის ფაქტიც, რომ ნატოს ქვეყნების გარკვეული კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილება, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, ახალი ელემენტი,” – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
დიმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ ნატოს სხვა ქვეყნები “ინარჩუნებენ საკმაოდ ფხიზელ შეფასებას მსგავსი ქმედებების პოტენციური საშიშროების გათვალისწინებით”, ვინაიდან პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან მათ ინტერესებში არ შედის.
პესკოვის კომენტარი სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.