ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ კომპანიას ეს არ ძალუძს სამშენებლო ხარვეზების აღმოფხვრა, ჩვენ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კომპანია ჩავანაცვლოთ - რევაზ სოხაძე

თუ კომპანიას ეს არ ძალუძს სამშენებლო ხარვეზების აღმოფხვრა, ჩვენ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კომპანია ჩავანაცვლოთ - რევაზ სოხაძე

„ბიზნესთან თანამშრომლობისას სამართლიანი თამაშის წესები გულისხმობს იმას, რომ ჩვენ, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობებს განვიხილავთ, ვუყურებთ როგორც ჩვენს ინტერესს — ვიყოთ მოქნილები, მაგრამ ასევე ვცდილობთ, რომ ხელშეკრულება არ იყოს კაბალური ბიზნესისთვის. თუმცა პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის — მე მინდა სახელმწიფოს ინტერესს გავუსვა ხაზი,“ — განაცხდა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში’’ სტუმრობისას.

მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც მშენებლობის დროს იჩენს თავს და აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო პროცესში მოქნილობა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამშენებლო პროცესი შეფერხებულია. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება აუცილებელია.

„როდესაც ვხედავთ სამშენებლო პროცესში, რომ იქ არის სერიოზული ხარვეზები, მათ შორის ხარისხთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. ან თუ კომპანიას ეს არ ძალუძს, ჩვენ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კომპანია ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, ბიზნესის მიმართ სამინისტროს მიდგომა იქნება სამართლიანი და მოქნილი, თუმცა, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესზე ორიენტირებული.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.