თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება, რაც შეეხება ამომრჩეველს, ჩემთვის წარმოუდგენელია მათი გასამართლება

თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება, რაც შეეხება ამომრჩეველს, ჩემთვის წარმოუდგენელია მათი გასამართლება
პარტიების გასამართლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
პრემიერის თქმით, თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები დაიწყება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება.
„ეს პოლიტიკური ძალა, ეს პოლიტიკური პარტიების ერთობლიობა მუდმივად იქნება დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარების და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზაზე.
რაც შეეხება ამომრჩეველს, ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული ათიათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი. ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, უნდა მოვუწოდოთ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მათ იმოქმედონ საკუთარი პასუხისმგებლობით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები