ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ ისინი შემოვლენ და კანონპროექტზე დაიწყებენ მსჯელობას, თუნდაც მწვავე კრიტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

თუ ისინი შემოვლენ და კანონპროექტზე დაიწყებენ მსჯელობას, თუნდაც მწვავე კრიტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ოპოზიციასთან ითანამშრომლონ იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამშრომლობა საქმიანი და კონსტრუქციული იქნება. საუბარი ეხება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სჭირდება.
"რა თქმა უნდა, მზად ვართ ნორმალური თანამშრომლობისთვის, მაგრამ მათი მხრიდან, ეს ნორმალური თანამშრომლობა სიცილ-კისკისი იქნება, უცხო ქვეყნის პრეზიდენტების დაჭერის მცდელობა თუ მაგიდაზე შეხტომა სპიკერატში, ამას ჩვენ ვნახავთ. ასეთ რამეებს ნამდვილად არ მივიღებთ ნორმალურ თანამშრომლობად. თუ ისინი შემოვლენ და კანონპროექტზე დაიწყებენ მსჯელობას, თუნდაც მწვავე კრიტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.