პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ ინფლაცია გაიზრდება, ვალდებული ვიქნებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი ავწიოთ - ნათია თურნავა

თუ ინფლაცია გაიზრდება, ვალდებული ვიქნებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი ავწიოთ - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ინფლაციის ზრდის შემთხვევაში სებ-ი ვალდებული იქნება რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს.
„თუ ინფლაცია გაიზრდება, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი ავწიოთ. პროგნოზია, რომ ინფლაცია ნორმალიზებას განიცდის და თავის მიზნობრივ დონეს მიუახლოვდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და პირიქით, არის მიჯნა, რომ 7%-მდე დავუახლოვებთ რეფინანსირების განაკვეთს.
ჩვენი ცენტრალური სცენარით წელს ინფლაცია არის 4%-ის ირგვლივ და მომდევნო წლიდან დაიწყებს შემცირებას და 3%-თან დაახლოებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.