თუ იმ მხარეს არ დასჭირდა სამმხრივი ფორმატი იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა [2008 წლის აგვისტოში], ჩვენ რატომ დავისაჭიროეთ სამმხრივი ფორმატი?

თუ იმ მხარეს არ დასჭირდა სამმხრივი ფორმატი იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა [2008 წლის აგვისტოში], ჩვენ რატომ დავისაჭიროეთ სამმხრივი ფორმატი?
[ევაკუაციას] თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება სჭირდებოდა. იაკობაშვილი იყო მაშინ თანათავმჯდომარე, უნდა ჩამობრძანებულიყო ცხინვალში, მოეწვიათ თათბირი და საერთო გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარებულიყო. [თანათავმჯდომარეები] რუსეთის მხრიდან იყო პოპოვი, აქედან [ცხინვალიდან] ჩოჩიევი ჰყავდათ, – ამის შესახებ 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
2008 წლის აგვისტოს ომის საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა, ყურაშვილის ამ განცხადებაზე დამაზუსტებელი შეკითხვა დასვა, რატომ დასჭირდა ქართულ მხარეს სამმხრივი ფორმატი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მეორე მხარემ ამის გარეშე მოახერხა იგივე.
“თუ იმ მხარეს არ დასჭირდა სამმხრივი ფორმატი იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა, ჩვენ რატომ დავისაჭიროეთ სამმხრივი ფორმატი? თუ ეს ახლა უცბად, სპონტანურად მოიფიქრეთ?” – მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც სამშვიდობო ოპერაციების შტაბის იმდროინდელმა უფროსმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ამის ფუფუნება, ქართულ მხარეს კი – არა.
“მათ მაგის ფუფუნება ჰქონდათ, ჩვენ არ გვქონდა მაგის ფუფუნება, არ გვაძლევდნენ მაგის საშუალებას, კონფლიქტის ზონაში რომ შევსულიყავით. იგივე მეღვრეკისის საგუშაგო გაგევლო, ტირძნისიდან ასულიყავი ერედვში, გადასულიყავი კოლონით, ორგანიზებული გამოსვლა ჩაგეტარებინა, ამის საშუალებას არ მოგცემდნენ და ეს იქნებოდა აღქმული როგორც ომის დაწყება.” – აღნიშნა მან.
დაინტერესდა, მამუკა ყურაშვილმა ეს პასუხი ახლა მოიფიქრა თუ მაშინ ითქვა, რომ ამ მიზეზით არ მოხდებოდა მოქალაქეების ევაკუაცია, რაზეც ყურაშვილმა დაადასტურა, რომ ეს მისი აზრია, რომელიც ახლა მოიფიქრა.
Next: მამუკა ყურაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში ერთხელ იყო ჩასული, ხოლო მისი განცხადება საკონტროლო კომისიის შესახებ იყო “სამარცხვინო, კატასტროფული და დამაზიანებელი”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი