თუ ზურაბიშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს, იქნება გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი წარმოადგენს – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება პირდაპირი გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი წარმოადგენს.
კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად არაერთი ოჯახი გააუბედურა და 9 წლის განმავლობაში ქვეყანა რეპრესიების ქვეშ ამყოფა.
“იმხელა უბედურება მოუტანა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, იმხელა რეპრესიები და იმდენი გაუბედურებული ოჯახი იყო. ამ ყველაფრის შემოქმედი იყო თავის გუნდთან ერთად. თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს და გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი წარმოადგენს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება