თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და იმიტომ არ ხდება ეს, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები, საჭიროა დისკუსია, შეთანხმება

თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და იმიტომ არ ხდება ეს, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები, საჭიროა დისკუსია, შეთანხმება
თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნებზე, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის.
„ცოტა ვშიშობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო და მოვისმინო, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში არჩევნებს ასობით დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიხილო, იყო თუ არა გაყალბებები და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ამიტომ ახლა უნდა დავსაჯოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქცევა მიუღებელია.
მომიტინგეების დასჯა, ასეთი ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ მიუღებელია. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები უნდა დავსაჯოთ, მაგრამ პარტიის დასჯა იმის გამო, რომ მათ კარგი შედეგი აჩვენეს არჩევნებზე, როდესაც ჩვენ გვერჩივნა, კარგი შედეგი არ ეჩვენებინათ – ეს არაა ის, როგორც მე ვფიქრობ. ამიტომ საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის, რაც ყოველთვის იოლი არ არის. არსებობს ორი რამ. ერთი არის – სამართლიანი . ფაქტი ისაა, რომ არჩევნები თუ იყო სამართლიანი, მაშინ ეს ის არაა, რომ ჩვენ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ეს ამას დავაბრალოთ, არამედ ამ მომენტში მთავრობის ქცევაა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ როგორ ექცევიან დემონსტრანტებს, ისინი ნამდვილად მიდიან არასწორი მიმართულებით. სწორედ ეს უნდა დავგმოთ და არსებობენ პასუხისმგებელი ადმიანები, თუმცა ამას ვერ დააბრალებ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება