ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით ან იმით, რომ ვიღაც კარგ სამსახურს ჰპირდება, ის ადამიანი არის ანგარი და ვერც სამშობლოს, ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს ვერ გამოადგება“ – მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა ქადაგების დროს საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა:
,,ჩემთვის ქვეყანა არის პირველ რიგში, სადაც იქნება ადამიანი უმაღლეს ღირებულებაზე აწეული. მისი თავისუფალი არჩევანი, მისი ცხოვრების წესი, მისი რელიგიური არჩევანი მათ შორის, არ იქნება შეურაცხყოფილი, არ იქნება დევნილი, და არ იქნება ციხეში იმის გამო, რომ მან თავისუფალი აზრი გამოხატა… ყველაზე დიდი რაც ადამიანს გააჩნია არის თავისუფლება და ამ თავისუფლების შეზღუდვის უფლება არავის აქვს…
ნურავინ ნუ სპეკულირებს რელიგიურობით. დავინახე, სადაც ვიყავი არჩევნებზე რა და როგორ იყო. ათიათასობით ადამიანი, რომელიც ფილადელფიაში ცხოვრობს, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს, არ დააფასეს და არ გახსნეს საარჩევნო უბნები აქ. ჩვენ ემიგრანტები არ ვაინტერესებთ ჩვენს ქვეყანას. თუ თავისუფალი არ არის გადაწყვეტილება, თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით ან იმით, რომ ვიღაც კარგ სამსახურს ჰპირდება, ის ადამიანი არის ანგარი და ვერც სამშობლოს, ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს ვერ გამოადგება“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.