ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ ვინმეს აქვს კონკრეტული შენიშვნა და მოსაზრება, შეუძლია, თქვას და არგუმენტირებულად მოგვაწოდოს აზრი - ანრი ოხანაშვილი

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" - ევროკომისიის 9 დათქმაზე თბილისში კონფერენციაზე მსჯელობენ. პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი უკვე მესამედ იმართება.
კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც უკვე გამოქვეყნდა. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა 7 მიმართულებას მოიცავს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ, გეგმის შედეგამდე, შეხვედრები უნდა გაიმართოს.
"ეს გეგმა არის სისტემური და ყოვლისმომცველი. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული შენიშვნა და მოსაზრება, შეუძლია თქვას. ასევე, შეუძლიათ არგუმენტირებულად მოგვაწოდონ აზრი, რა და როგორ უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. კარგია, რომ სამოქმედო გეგმამდე გავაკეთოთ შეხვედრა, სადაც პოზიციებს დააფიქსირებენ,"- აცხადებს ოხანაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.