თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით, ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში

თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით, ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში
ჩვენ მიერ მიღებული კანონი „ზღვაში წვეთია“, დავაწესეთ დროებითი შეღავათები. კერძოდ, თუ საქართველოს საწარმოს წილის მფლობელია ოფშორში რეგისტრირებული კომპანია, და ეს პირი გადმოიტანს ამ წილებს საქართველოში, ეს არ დაიბეგრება „ერთჯერადად“ გადმოტანის დროს გადასახადებით, ხოლო შემდეგ დაიბეგრებიან ჩვეულებრივად, – წერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე, ე.წ. “ოფშორების კანონის” შესახებ სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ჯერ კიდევ შარშან, რადიკალურმა ოპოზიციამ და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისმა, კანონის შესწავლის თხოვნით მიმართეს “მანივალს”, კანონის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ კი, შენიშვნები არ გამოთქმულა, რაც ადასტურებს, რომ იგი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან.
თუ “ოფშორების კანონით” ვინმემ ისარგებლა, კვიჟინაძის თქმით, ეს ძალიან კარგია, ვინაიდან, კანონის მიღების მიზანი სწორედ ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვაა.
“ე.წ. „ოფშორების კანონთან“ დაკავშირებით
პირველი, უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორული ზონების უმრავლესობა ევროპისა და აშშ-ის იურისდიქციის, კონტროლის ან გავლენის ქვეშ იმყოფება, სადაც გამოიყენება აშშ დოლარი და ევრო.
ჩვენს მიერ მიღებული კანონი „ზღვაში წვეთია“, დავაწესეთ დროებითი შეღავათები. კერძოდ, თუ საქართველოს საწარმოს წილის მფლობელია ოფშორში რეგისტრირებული კომპანია, და ეს პირი გადმოიტანს ამ წილებს საქართველოში, ეს არ დაიბეგრება „ერთჯერადად“ გადმოტანის დროს გადასახადებით, ხოლო შემდეგ დაიბეგრებიან ჩვეულებრივად. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი კანონმდებლობა და ჩვენც განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილება.
ჯერ კიდევ შარშან, რადიკალურმა ოპოზიციამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა მიმართა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტს „მანივალს“ შეესწავლა ოფშორების კანონი. სიღრმისეული შესწავლის შემდეგ „მანივალის“ მიერ საქართველოში გამოგზავნილ წერილში კანონთან დაკავშირებით შენიშვნები არ ყოფილა, რითაც დასტურდება, რომ კანონი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ და როგორ ისარგებლა საგადასახადო შეღავათებით, ეს ჩემთვის უცნობია, ვინაიდან კანონმდებლობით ეს საგადასახადო საიდუმლოებაა. ცხადია, რადიკალური ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ პიროვნებაზე მათი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით, მოხარული ვარ, ეს ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. რა არის ცუდი იმაში თუ ქვეყანაში შემოდის მეტი ფული და აქტივები.” – წერს პაატა კვიჟინაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – ყველამ უნდა დაიმახსოვროს და მოსინჯვებს შეეშვას

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა