თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“
მანევე აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების საბაბად მოყვანა კიდევ ერთხელ დაგვანახებს, ევროკავშირისგან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას თვითონ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების კუთხით.
„ევროპას აქვს გადასაწყვეტი, მას რეალურად სურს საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, გაგრძელება თუ თვითონ ევროპას არ აქვს დანახული გაფართოების გზა და ხედვა. ამიტომ შეეცდებიან, რომ რამენაირად ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც შენიღბავს მათ ამ მოუმზადებლობას და გადააბრალონ ეს ყველაფერი ქართულ მხარეს. თუ მათში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების საბაბად მოყვანა და ამ თემის ხელზე დახვევა, კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ არ გვაქვს საქმე ევროკავშირისგან კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან თვითონ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების კუთხით. აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავინახოთ საქართველოს ბრალეულობა, რადგან, საბაბის მოძებნა ნებისმიერი ქვეყნისათვის ყოველთვის შესაძლებელია“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
27-31 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი ზამთრის სესია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს