თუ “დიფ სტეიტმა” უნდა მართოს ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება

თუ “დიფ სტეიტმა” უნდა მართოს ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება
დიფ სტეიტის ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. თუ დიფ სტეიტმა უნდა მართოს ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული 4 წლის განმავლობაში, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 27 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქტუალურ თემაში” მაკა ცინცაძესთან ინტერვიუში.
“ჩვენ გვინდა ურთიერთობა დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოსთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამას ველოდებით, ამიტომ ეს არ არის მაინცდამაინც რელევანტური აქცენტი, რასაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
ჩვენთვის ღირებულია ისეთ ამერიკასთან ურთიერთობა, რომელშიც არ დომინირებს დიფ სტეიტი. დიფ სტეიტმა მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. 2003 წელს, მათი ორგანიზებით მოხდა საქართველოში ეგრეთწოდებული , რამაც ქვეყანას მოუტანა 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი – აგენტურის მმართველობა, დავკარგეთ ტერიტორიების 20 პროცენტი – დანაშაულები, მკვლელობა, წამება, მედიის რეკეტი, ეს ყველაფერი ხდებოდა სისტემურად და რა თქმა უნდა, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი დიფ სტეიტისგან. არც ასეთი მოლოცვები გვინდა ასეთი და არც სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობაც, კომუნიკაციაც ისეთ -სთან, რომელიც გათავისუფლდება დიფ სტეიტისგან, ამიტომ, მოთმინებით ველოდებით ამ პროცესს, ჩვენი გზავნილიც არის ეს, ჩვენ მოთმინებით ველოდებით დიფ სტეიტის დანარცხებას -ში”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს