ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, "ნაპოლი" კვლავ წარმატებული კლუბი იქნება" - რას აცხადებს ფედელე?

"ნაპოლის" დიდმა გულშემატკივარმა და ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ დე ლაურენტისი საკუთარ თავზე წინ კლუბის ინტერესებს დააყენებს, მაშინ "ნაპოლი" წარმატების მიღწევას კვლავ შეძლებს.
"შევძლებთ თუ არა "ინტერის" დამარცხებას? არ ვიცი, იმედია, ამას მოვახერხებთ, მაგრამ ძალიან რთული იქნება. "ნაპოლის" მომავალი შესაძლოა წარმატებული იყოს, თუ დე ლაურენტისი საკუთარ თავზე წინ კლუბის ინტერესებს დააყენებს. მას პატივს ვცემ, რადგან ჩემპიონობა მოგვიტანა, თუმცა სპორტულ დირექტორს მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს და ყველაფერს ერთპიროვნულად არ უნდა წყვეტდეს", -
განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ინტერის" მატჩი 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.