"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
"დალას მავერიქსის" პრეზიდენტმა მარკ კუბანმა ერთმანეთს დირკ ნოვიცკი და ლუკა დონჩიჩი შეადარა. მისი თქმით, სლოვენიელი გერმანელზე უკეთესი კალათბურთელია.
"არ მინდა, დირკს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ნოვიცკი ერთ-ერთი პირველია, რომელიც თავად აღიარებს, რომ დონჩიჩი მასზე უკეთესი კალათბურთელია", - განაცხადა კუბანმა.
"ამ ყველაფერში კარგი ის არის, რომ მარკი კალათბურთში საერთოდ ვერ ერკვევა", - აღნიშნა ხუმრობით ნოვიცკიმ.
შეგახსენებთ, დირკ ნოვიცკის ლიდერობით, "დალას მავერიქსი" 2011 წელს, NBA-ს ჩემპიონი გახდა, რაც ფრენჩაიზის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონობაა.
2011 წლის სუპერფინალში ნოვიცკი "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ საშუალოდ
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
დირკ ნოვიცკიმ სიმონე ძაძას დასცინა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.