ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თუ არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა” – სამადაშვილი

“თუ არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა” – სამადაშვილი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი:
15 ივლისს იგეგმება ევროპული საბჭოს მსჯელობა საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე და ამ უმნიშვნელოვანესი ისტრორიული მსჯელობის წინ ევროპარლამენტის მიერ ძალია ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობის, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობის და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერის თაობაზე, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც უკვე, ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, არამედ ჩვენ დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოანი მონაპოვარიც კი, როგორიც არის, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.