“თუ არადა გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და…” – პრემიერი პასუხი
“ცდილობს, რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ მას ასეთ კინკლაობაში ვერ ჩავყვებით. ჩვენ ჩვენი დღის წესრგიით ვიმოქმედებთ მიღებული პრაქტიკაა, როცა მთავრდება ოლიმპიური თამაშები, მთავრდება, ტარდება ოფიცალური მიღება ჩვენი მხრიდან აუცილებელი იყო ასეთი ღონისძების დაგეგმვა. დაჯილდობა მისი საქმეა, მისი საქმეა ამას როდის და სად გააკეთებს. ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. რაც შეეხება ორდენებით დაჯილდოებას, ეს პრაქტიკა საერთოდ არ ყოფილა აქამდე მიღებული. 2021 წელს როცა მოხდა დახვედრა, ლაშა ტალახაძე გახდა მაშინ ჩემპიონი და სალომე ზურაბიშვილს აზრადაც არ მოსვლია მისი დაჯილოდება. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. იმედი მაქვს ის დააჯილოდებს სპორტსმენებს და ასე მოხდება, თუ არადა 4 თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოვებს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს უფრო ადრე მოხდება “
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.