“თუ ამისთვის მზად არ ხარ, ვერ გაიმარჯვებ” – დუგინის კრიტიკა კრემლს

კრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრე დუგინმა:
“რუსეთი დათმობას იწყებს, რაღაც უნდა შეიცვალოს, სასწრაფოდ. ცუდია, რომ რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში იმპულსს კარგავს. ეს უცებ ყველაფერში აშკარა გახდა. [უცნაური] ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან დაწყებული, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შეწყვეტილიყო, ვენესუელას უზენაესი ლიდერის რეზიდენციაზე 91 დრონის თავდასხმითა და ტანკერის ჩამორთმევით დამთავრებული. თანამედროვე ომი სიჩქარეზეა დამოკიდებული. და ეს აშკარა სიმბოლური სიგნალია. ამ მხრივ ძალიან ცუდი სურათი იქმნება. თამამი და გაბედული ძალისმიერი გადაწყვეტილებების დრო დიდი ხანია დადგა. ეს საერთოდ არ შედის „პროვოკაციებს არ აჰყვე“ სერიაში. თანამედროვე ომები სუფთა პროვოკაციაა. თუ ამისთვის მზად არ ხარ, ვერ გაიმარჯვებ. მოკლედ, რაღაც უნდა შეიცვალოს, სასწრაფოდ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს