არქივი24 აგვისტო, 2025, 17:09
თუშეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვათის ხეობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
მათივე ცნობით, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
“ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.
დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.