ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია

თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია

თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია. ცეცხლი სოფელ წაროსთან მთის ფერდობზეა გავრცელებული.
ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.
ადგილზე მყოფების თქმით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ომალოში, ალპურ ზონაშია, სადაც ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. მათივე ცნობით, ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.