თურქულმა მხარემ საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლას განახლებული სასწავლო სიმულატორი გადასცა

თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს საარტილერიო პროგრამულად განახლებული სიმულაციის კლასი გადასცა. საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლისთვის სიმულატორების გადაცემა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი დაესწრნენ.
განახლებული სიმულაციური კლასი არტილერისტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე