პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება

თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც გამოცემა „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ცერემონიით დახვდება.
„პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სადილი გაიმართება“, - აღნიშნულია „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.