თურქული გრანდი დავითაშვილის შესაძენად ფულს არ დაზოგავს

„ბეშიქთაში“ იანვარში მინიმუმ სამი ფეხბურთელის დამატებას აპირებს და კლუბის მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილია, - იტყობინება Sporx-ი.
გამოცემის ცნობით, სტამბოლური გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, მარცხენა ფლანგზე ქრონიკული პრობლემის მოსაგვარებლად მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა 24 წლის დავითაშვილის დამატება მოითხოვა და თავად ქართველი მოუთმენლად ელის „შავ-თეთრებში“ გადასვლას.
აღნიშნულია, რომ კლუბის პრეზიდენტი სერდალ აიდალი ნაახალწლევს „სენტ-ეტიენს“ დაუკავშირდება და ზურიკოს ხელში ჩასაგდებად თანხას არ დაზოგავს, რამეთუ ის ეფექტური დრიბლინგით და ერთი ერთზე თამაშით გამორჩეულია.
დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ლიგა 2-ის 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 9 მილიონი ევროა.
„ბეშიქთაში“ მიმდინარე სეზონში წარმატებულად ვერ ასპარეზობს, 8 ტურის შემდეგ (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) 13 ქულით მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „გალათასარაის“ 9 ქულით ჩამორჩება.
· !!!!!! თურქეთი ოკუპანტია!!!!!
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ტაბატაძემ "კადისს" მოაგებინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს
გაუმჯობესებული შეთავაზება გაგზავნილია - დავითაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ
"ბეშიქთაშმა" სულშერი გაათავისუფლა
დავითაშვილის სრული მატჩი - "სენტ-ეტიენმა" კვლავ გაიმარჯვა
"შახტარია" თუ ბრაზილიის ნაკრები? - გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა, დონეცკური გუნდი კი მესამე რაუნდში გავიდა
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
ზურიკოს დუბლით "სენტ-ეტიენი" "მონპელიეს" ამარცხებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.