თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია, შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება

თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია, შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება
თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და რა თქმა უნდა, შუა დერეფნის განვითარების მიმართულებაზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
„გავუზიარეთ ის შედეგები, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, რასაც მაღალი შეფასება მიეცა. უფრო მეტიც, რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც უკვე ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და გაღრმავება ორმხრივი თანამშრომლობის. რეალურად სატრანსპორტო მიმართულებით, შუა დერეფნის განვითარება ცალსახად ძალიან საინტერესო პერსპექტივებს აჩენს, რაზეც ბუნებრივია, გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. შესაბამისად, უკვე მნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ მიმზიდველობა ამ დერეფნის, მათ შორის თურქმენეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა